ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკდემიური პერსონალის საყურადღებოდ!
ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ გადაწყვიტა ახალი კომპლექსური პროგრამის - „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა“ - შექმნა.
პროგრამის მიზანია სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება ან/და გადამზადება, რათა მათ შემდგომში უზრუნველყონ სახელმწიფო ენის სწავლება, ასევე ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო თემების შეთავაზება მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.
პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, ასევე გულისხმობს ბენეფიციარების დასაქმებას სკოლის ბაზაზე.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
ავტორიზებული ან/და აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარული სპეციალობის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის მქონე ან ამავე ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან/და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ჰუმანიტარული მეცნიერებების აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
მსმენელებს გადაეცემათ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის წარმატებით დასრულების შესაბამისი სერტიფიკატი.
პროგრამაზე რეგისტრაცია იწარმოებს:
14 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანატს:
599517304
ირინე არჯევანიძე
ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
მსგავსი სიახლეები
ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის ტრენინგ-სემინარი თჰუ-ში!
2016 წლის 8-10 დეკემბერს, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება ინგლისური ენის მასწავლებლე...
ვრცლადსტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ფაკულტეტზე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 2020 წლის 10 ივლისს 12 საათზ...
ვრცლადვებინარი თემაზე: როგორ მოვემზადოთ ჰორიზონტი ევროპის საგრანტო კონკურსებისთვის
გაცნობებთ, რომ 16,18, 23 და 25 თებერვალს კვლავ გაიმართება ვებინარი თემაზე: "როგორ მოვემზადოთ ჰორიზონტ...
ვრცლად