საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“
(II ეტაპი)
2021 წლის 18 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „ქმედუნარიანობა სამოქალაქო სამართალში და მხარდაჭერის მიმღების სტატუსი სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით", რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ლელა ნადიბაიძე.
საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
პროფესორმა, ლელა ნადიბაიძემ საინტერესოდ წარმოაჩინა პირთა ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული თავისებურებანი სამოქალაქო სამართალში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მხარდაჭერის მიმღების სტატუსთან მიმართებით კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე. მან ასევე ისაუბარა კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებში დელიქტური პასუხისმგებლობის ელემენტებზე და ზიანის ანაზღაურების ზოგად საფუძვლებზე.
აღნიშნულმა თემატიკამ მსმენელთა ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს კი გაიმართა საჯარო დისკუსია.
მსგავსი სიახლეები
შეიძინე ცოდნა საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და გახდით საუკეთესო სტუდენტი!
შეიძინე ცოდნა საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და გახდით საუკეთესო სტუდენტი!
ვრცლადკორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!
კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!
ვრცლად
