
საჯარო ლექცია თემაზე - ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?
2021 წლის 9 ივნისს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?“ ლექციას უძღვებოდა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქ-ნი ლიანა ყანჩაველი. ლექცია ჩატარდა „ონლაინ“ რეჟიმში, რუსულ ენაზე.
ლექციის თემატიკიდან გამომდინარე, განხილულ იქნა საკითხები, რომელიც შეეხებოდა ლოგისტიკის ტერმინის ეტიმოლოგიას, ისტორიული ევოლუციის ეტაპებს, ძირითად ცნებებს, ტერმინებსა და შესწავლის ობიექტებს. სამხედრო და კომერციულ ლოგისტიკას; მატერიალურ ნაკადებს, ლოგისტიკურ ფუნქციებსა და ოპერაციებს, ლოგისტიკრ სისტემებს, სატრანსპორტო ლოგისტიკასა და საერთაშორისო გადაზიდვებს, ლოგისტიკის მიზნებს, ამოცანებს და ძირითად კონცეფციას. უნდა აღინიშნოს ინფორმაციული ლოგისტიკის მნიშვნელობაც, რადგან ავტომატიზაციის, ინფორმაციული და მაღალი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი ნეოლოგისტიკური პერიოდი და მიღწევები ამ სფეროში: ფოსტა და უზარმაზარი საწყობები, გიგანტური ლოგისტიკური ცენტრები.
საინტერესო იყო ლექციის ნაწილი, დაკავშირებული ლოგისტიკური სისტემების ეფექტიანობის ხარისხთან, ე.წ LPI (Logistics Performance Index) საერთაშორისო დონეზე და საქართველოს პოტენციალის და ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, იქცეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად.
საერთაშორისო, ინტეგრირებული ლოგისტიკის, მაკროლოგისტიკური სისტემის სფეროების მრავალფეროვნება და მასშტაბები ძალზედ შთამბეჭდავია, დასაქმების სფეროების თვალსაზრისით, რაც ლექციაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალებით, რომელიც თვალსაჩინოდ და ძალზედ საინტერესოდ ასახავდა პროფესია- ლოგისტის ხიბლსა და სამომავლო ამბიციებს.
მსგავსი სიახლეები
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2020 წლის 30 და 31 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფ...
ვრცლადპროფესორმა ნონა გელიტაშვილმა ლექციები ჩაატარა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტების კვირეულის -
2024 წლის 21-დან 28 აპრილის ჩათვლით, ეკონომიკის, ბიზნესისა და მარ...
ვრცლად