
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2021 წლის 15-23 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.
ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს.
კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები.
დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა და კომისიის წევრებმა - ასოც. პროფესორებმა ირმა მოლაშხიამ და ირინა ბენიამ, ასისტენტ-პროფესორმა თამარ საჯაიამ - კურსდამთავრებულებს მიულოცეს სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ფაკულტეტზე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 2020 წლის 10 ივლისს 12 საათზ...
ვრცლადმარინე შავლაყაძეს 200 ლარით დაუფინანსდა ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა
ფარმაციის პროფგრამის ასოცირებულ პროფესორს მარინე შავლაყაძე...
ვრცლადErasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული
წარმატებით დასრულდა Erasmus+ KA107 პროექტის I ეტაპი, რომელიც რუმინეთის, პიტეშტის უ...
ვრცლად