
ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი
20-24 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინის, იაროსლავ მუდრის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აღნიშნულ ფორუმზე წარსდგება მოწვეული პარტნიორის სტატუსით.
აღნიშნული ფორუმი სასარგებლო და ინფორმაციულია სამართლის ლექტორებისა და სტუდენტებისთვის.
ფორუმის მომხსენებლები იქნებიან უკრაინის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ცნობილი ექსპერტები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, ასევე ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებენ უკრაინელი მეცნიერები და მკვლევარები.
ხარკოვის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს 2018 წელს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მხრიდან ეროვნული ღონისძიების სტატუსი მიენიჭა და მას მხარს უჭერს უკრაინის იუსტიციის, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
ფორუმი ჩატარდება ონლაინ ფორმატში, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.
ღონისძიების პროგრამა იხილეთ აქ: Programme of Discussion Panels
რეგისტრაციისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე:
https://legalforum.nlu.edu.ua/en/
მსგავსი სიახლეები
ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Group - სა და Tbilisi Humanitarian University - ს მიერ.
2022 წლის 24 ნოემბერს, საზეიმო ვითარებაში, ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Gr...
ვრცლადთჰუს დახმარებით ორსანტიაში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოეწყო
უკვე სამაგრელოში ორსანტიაში სკვერი–სამკითხველო გაიხსნა. ამ პროექტის მიხედვით ოკუპაციის გამყოფ ხაზთან...
ვრცლადრუსთაველის ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი
ინფორმაცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული
ვრცლად