საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში 05.11.2021

საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში

2021  წლის 28  ოქტომბერს  DAAD-ის პროექტის, ბოლონიის ცენტრის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებული იყო ფუნდამენტური აკადემიური ღირებულებების მზარდ მოთხოვნებზე უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA) და ბოლონიის ჯგუფის (BFUG) პოტენციურ წვლილზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის ექსპერტები როგორც საგანმანათლებლო, ისე სახელისუფლებო ორგანოებიდან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაციის გაცვლას საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთაშორისო მობილობის გაღრმავების კუთხით. დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები სამეცნიერო ფასეულობების როლზე, სამომავლო საქმიანობის პოტენციალზე, კორონავირუსის კრიზისის შედეგებზე და ურთიერთთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა  სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა  რუსულენოვანი წიგნის გამოცემის ხარჯები 08.11.2020

სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა რუსულენოვანი წიგნის გამოცემის ხარჯები

სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა  რუსულენოვანი წიგნის "Но...

ვრცლად
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა სერტიფიკატი 01.02.2020

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა სერტიფიკატი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს კარიერული განვითარების ცენტრისგან გადაეცა სერტიფიკატი “კა...

ვრცლად