საჯარო ლექცია თემაზე - სტრესის გამომწვევი მიზეზები და მასთან გამკლავების სტრატეგიები 04.03.2022

საჯარო ლექცია თემაზე - სტრესის გამომწვევი მიზეზები და მასთან გამკლავების სტრატეგიები

დღეს, 4 მარტს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა თჰუ-ს აფილირებული ასისტენტ-პროფესორის, ფსიქოლოგიის დოქტორის, მარიამ გვილავას საჯარო ლექცია თემაზე: „სტრესის გამომწვევი მიზეზები და მასთან გამკლავების სტრატეგიები.“

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, განხილულ იქნა სხვადასხვა პრაქტიკული ქეისები, რომლებიც აუდიტორიას დაეხმარა სტრესთან დაკავშირებული საკითხების უკეთესად აღქმაში.

საჯარო ლექციის  მონაწილეებმა მიიღეს ფსიქოლოგის რეკომანდაციები, რომლებიც დაეხმარებათ მათ სტრესულ სიტუაციებში მოქმედებასა თვითორგანიზებაში, ასევე სტრესთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში.

საჯარო ლექცია ჩატარდა  დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის 90 წლის იუბილე (სტუმრად თჰუ-ში) 26.11.2023

საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის 90 წლის იუბილე (სტუმრად თჰუ-ში)

2023 წლის 28 ნოემბერს 13:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის 90 წლის...

ვრცლად
თამარ ლალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის ქ. ოსლოს უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში 06.03.2019

თამარ ლალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის ქ. ოსლოს უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში

2019 წლის 28 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ქ. ნ. თამ...

ვრცლად