ცხადდება ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 04.05.2022

ცხადდება ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

1. სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე:

1.ასოცირებული პროფესორის-აკადემიურ თანამდებობაზე საჯარო სამართლის მართულებით ერთი საშტატო ერთეული.

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

2.1. 4 წლით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუს(ებ)ის) წარმოდგენა.

3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აკადემიურ თანამდებობაზე ასევე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიური ხარისხის არმქონე პირიც პროფესიული კვალიფიკაციის ნიშნით.

4. პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი კრიტერიუმები:
4.1.ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა.

 

5. დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა

5.1.  აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა  ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
5.2. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
5.3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით;
5.4. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;
5.5. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება “B” კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

 

6. კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 );
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 3x4 ზომის 2 . ფოტო;
გ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე);
    (იხ. ფორმა
http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 )

დ)აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
ე) პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
ვ) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ          დამტკიცებული ფორმით
    (იხ. ფორმა
http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0_

ზ) უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
თ) უცხო ენის  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; (აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ვალდებულია კომისიის წინაშე ჩატაროს საჩვენებელი ლექცია უცხო ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად).
ი)ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
კ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის  32- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდესსქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);

7.  კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: 
http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0

8. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით
9.  ღია კონკურსი ცხადდება 2022 წლის 02 მაისიდან 2022 წლის 02 ივნისის ჩათვლით.
10. საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 03 ივნისიდან  2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.

11. საკონკურსო კომისიის  სხდომა ჩატარდება 2022 წლის 14 ივნისს 12 საათზე.
12. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

 

უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge

მსგავსი სიახლეები

აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ 06.02.2020

აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ

აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემი...

ვრცლად
გამოიცა თჰუს სამართლის ფაკულტეტის პროფესორის, თამარ ჩიტოშვილის სამეცნიერო ნაშრომი 10.02.2021

გამოიცა თჰუს სამართლის ფაკულტეტის პროფესორის, თამარ ჩიტოშვილის სამეცნიერო ნაშრომი

გამოიცა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორის,...

ვრცლად