
მიიღე მონაწილეობა კონკურსში და გახდი „თანასწორობის ელჩი“
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად.
კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივას, ცნობიერების ამაღლების მიზნით შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა,მრავალფეროვნება,თანასწორობა.
თანასწორობის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან ან ახმეტის მუნიციპალიტეტიდან (უპირატესობა მიენიჭება წარმომადგენლებს პანკისის ხეობიდან).
მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი დოკუმენტებისა და ინტერვიუს საფუძველზე. დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 22 მაისი 2022 წ. ბოლო ვადის შემდეგ მიღებული აპლიკაციები არ განიხილება. აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:
anti-discrimination@coe.int სათაურით: „თანასწორობის ელჩი“
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი
2019 წლის 4-5 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ევროპ...
ვრცლად2021 წლის 27 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2021 წლის 27 თებერვალს სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი „ELGER“-ი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივ...
ვრცლად