
ანათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის წევრების განახლებისა და შერჩევის მიზნით, მიმართა ENQA-ს წევრ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებს კანდიდატური
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის წევრების განახლებისა და შერჩევის მიზნით, მიმართა ENQA-ს წევრ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებს კანდიდატურის წარმოდგენის თაობაზე.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს ექსპერტთა კორპუსში შესაყვანად წარადგინა ცენტრის დირექტორის მოადგილის , ლაშა მარგიშვილის კანდიდატურა.
წარდგენილი კანდიდატურებიდან ENQA-ს მიერ სხვადასხვა სააგენტოებიდან შეირჩა სულ 34 კანდიდატი, რომელთა შორის არის ცენტრის დირექტორის მოადგილე - ლაშა მარგიშვილი.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდათ ინტენსიური ტრენინგი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების შეფასებებთან დაკავშირებით.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, ლაშა მარგიშვილმა მიიღო სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც იგი შეყვანილ იქნა ENQA-ს ექსპერტთა კორპუსში.
შესაბამისად, ლაშა მარგიშვილი სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ჩაერთვება ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების შეფასების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს, როგორც საერთაშორისო დონეზე ცენტრის ცნობადობის ამაღლებას, ასევე მისი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაზრდასა და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია
რეგისტრაცია დაიწყო... თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“
2024 წლის 12 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია თემაზ...
ვრცლად