
პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კვირეულში
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა 2022 წლის 20 ივნისიდან 24 ივნისამდე მონაწილეობა მიიღო ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) და DAAD-ს ერთობლივ სამეცნიერო კვირეულში თემაზე: „საერთაშორისო სამეცნიერო ქსელების ფორმირება “ (DAAD Alumni-Woche „WHZ - International“ - Bildung internationaler Netzwerke).
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, პროფ. ნონა გელიტაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა პროფესიული და მეთოდური უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სემინარებს ბიზნესის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში. კვალიფიკაციის ამაღლების კონცეფციის გარდა, გათვალისწინებული იყო კონტაქტების დამყარება სხვადასხვა უნივერსიტეტებთან საერთაშორისო პროექტების განხორციელების მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ საწარმოებში ვიზიტი.
მსგავსი სიახლეები
გენოციდის კვირეული თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
2020 წლის პირველ დეკემბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფა...
ვრცლადსაგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“ (II...
ვრცლად