ცხადდება რიგგარეშე მობილობა
შპს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტში ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისათვის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი.
ბ) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ადგილი.
გ) ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 25 ადგილი.
დ) ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი.
ე) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ადგილი.
ვ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 20 ადგილი.
ზ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი.
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდეს 2022 წლის 25 ივლისიდან 3 აგვისტოს 17:00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის საჭიროა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი;
დ) აკადემიური ცნობა;
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
ვ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 2 ცალი;
თ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (უცხოელებისათვის);
ი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები
2020 წლის 27 ოქტომბერს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თე...
ვრცლადსტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - თანამედროვე მედიცინა
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მედიცინა“
ვრცლადგამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკა...
ვრცლად