
სასწავლო ცენტრი ,,გზა მომავლისკენ
23 დეკემბერს, 13:30 - 17:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა სასწავლო ცენტრის ,,გზა მომავლისკენ" მასშტაბური პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა ცენტრის დამფუძნებელი გიორგი ქევხიშვილი და იურისტ - ფსიქოლოგთა ჯგუფის ასისტენტი სოფო ხარებავა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, ცენტრის კურსდამთავრებულები, ასევე გაეროს წარმომადგენელი დიმიტრი თამაზაშვილი.
შეხვედრაზე ისაუბრეს სასწავლო ცენტრის მისიაზე, მიზანსა და პროექტებზე.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ცენტრის ყოფილი და მოქმედი წევრებისა და სტაჟიორების შედეგებზე. გარდა ამისა, შეხვედრაზე მყოფმა კურსდამთვრებულებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი თემაზე „კვლევის მეთოდები მედიცინაში“
2019 წლის 5 აპრილს 11:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის...
ვრცლად