
არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა! სტუდენტთა საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია
2023 წლის 22-23 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად, სტუდენტთა საერთაშორისო პირველ ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს.
კონფერენცია დისტანციურ ფორმატში, ინგლისურ ენაზე წარიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, აკადემიის მეცნიერები, განმანათლებლები და მკვლევარები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომელთაც სურთ კონფერენციაზე თავიანთი ნაშრომების წარმოდგენა, 2023 წლის 19 თებერვლამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ აბსტრაქტები (მაქსიმუმ 350 სიტყვა) მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/gYpHzgKX6oMdZXTR8
ხოლო, იმ სტუდენტებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დაესწრონ კონფერენციას, ნაშრომების წარმოდგენის გარეშე, შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/iwXUtukdprwCZRYPA
მეცნიერებსა და განმანათლებლებს კი შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და შეთავაზებები, როგორც კონფერენციის საპატიო მომხსენებლებმა, შესაბამისად მათ შეუძლიათ გამოაგზავნონ აბსტრაქტები, ინგლისურენოვან CV-სთან ერთად, შემდეგ ელ-ფოსტაზე: info.institute.strategic.research@gmail.com სათაურში “Conference – Keynote Speech” მითითებით.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3kf3mSC
მსგავსი სიახლეები
კვლევების მიმართულების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულ იქნა კვლევების მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მატება 50 000 ლარამდე
თჰუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 01 სექტემბრის N09 დადგენილებით ცვლილება შევიდა თჰუ 2020 წლის ბიუჯეტში და კ...
ვრცლადთჰუ პროფესორების მონაწილეობა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში - "Blended Total Immersion Week - Erasmus+ Blended Intensive Programme 2024"
2024 წლის 2-დან 6 დეკემბრის ჩათვლით, ეკონომიკის, ბიზნესისა და მარ...
ვრცლადსტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და კავკასიის რეგიონი
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის საფეხურის ყველა კურსის სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია ადგილობრივი და საერთაშორი...
ვრცლად