მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 28.01.2023

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის,  მობილობის წესით, სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის განისაზღვრა ვაკანტური ადგილები: 

  • სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 7 ვაკანტური ადგილი;
  • ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 7 ვაკანტური ადგილი;
  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური  ადგილი;
  • დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) – 7 ვაკანტური ადგილი;
  • დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;
  • დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;
     

 მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე:  https://students.emis.ge/  

რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 30 იანვრიდან - 2023 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე.  ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა სტუდენტის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში  გამოცხადება და საჭირო საბუთების წარმოდგენა:

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);
დ) აკადემიური ცნობა;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
ზ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;
ი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
კ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება. (უცხოელებისათვის).


საბუთების მიღება ხორციელდება 2023 წლის 13 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით  10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ჩარიცხვის მსურველებს  2023 წლის 20 თებერვალს 14:00 საათზე ჩაუტარდებათ გამოცდა ქართული/ინგლისური/რუსული ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების მიზნით. 
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 255 24 24; 254 59 08;  იხ. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: 

http://www.thu.edu.ge/ka

 

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 13.06.2017

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 11.04.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აც...

ვრცლად
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დროებით გახსნა თავისუფალი წვდომა დახურულ ბაზებზე 07.04.2020

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დროებით გახსნა თავისუფალი წვდომა დახურულ ბაზებზე

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დროებით გახსნა თ...

ვრცლად