ვიზიტი ტექნოპარკში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები 2023 წლის 13 აპრილს ესტუმრნენ თბილისის ტექნოპარკს. სტუდენტებს გააცნეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მისია. მათ დაათვალიერეს ფაბლაბის სივრცეში განლაგებული სამუშაო ოთახები: ელექტრონულ პლატებზე (PCB) კომპონენტების მონტაჟის დანადგარები, WEGSTR ელექტრონული პლატების (PCB) ჭრისა და გრავირების CNC დანადგარი, CNC რუტერი - პროგრამირებადი ჩარხი InfoTEC 2015, 3D სკანერი - Artec Spider 3D, 3D პრინტერი - Uprint SE Plus, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი - Formech 300XQ, ექსპოზიციები, რომლებიც მათივე თანატოლების მიერ შეიქმნა. ფაბლაბი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გამოიყენონ მათ საკუთრებაში არსებული დანადგარები კრეატიული იდეებისა და ინოვაციების განსახორციელებლად.
მსგავსი სიახლეები
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკაში: სტატისტიკური ანალიზი
საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, მათ შორის „Research Gate“ - ში გამოქვეყნდა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლ...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტი გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტი გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს და გაცნობებთ რომ 14 ოქტომბ...
ვრცლად