სამეცნიერო სტატიის შეფასება: ეტაპები და პროცედურები
10 ივლისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამეცნიერო სტატიის შეფასება: ეტაპები და პროცედურები.“ ტრენინგი განკუთვნილი იყო ჟურნალის მთავარი რედაქტორებისა და სარედაქციო კოლეგიის წევრებისთვის. ტრენინგზე განხილული იყო პროცედურები სტატიის გაგზავნიდან მის გამოქვეყნებამდე, ასევე საუბარი იყო სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტებისა და მთავარი რედაქტორის როლზე, ავტორისა და გამომცემლის საავტორო უფლებაზე სტატიებთან დაკავშირებით.
ტრენინგს უძღვებოდა DOAJ-ის ასოცირებული რედაქტორი, რეცენზიის ექსპერტი - ნათია გაბედავა. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრებმა: პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა მარინე შავლაყაძემ. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!
2017 წლის 25 თებერვლის საკონკურსო კომისიის სხდომის შედეგები: 1. ჯანდაც...
ვრცლადსტუდენტური კონფერენცია 2020
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები კოვიდ პანდე...
ვრცლად