თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ირინა ბენიას პროექტი "SmartSense" 20 გამარჯვებულ  სტარტაპს შორის მოხვდა 17.11.2023

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ირინა ბენიას პროექტი "SmartSense" 20 გამარჯვებულ სტარტაპს შორის მოხვდა

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა, საიდანაც გამოვლინდა გამარჯვებული 20 სტარტაპი. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: ტიმ ვაგნერი, საშა მიჩაუდი, მარვინ ლიაო, ზაზა ფაჩულია, აიაშ პუმბრა.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის - ირინა ბენიას და მისი თანადამფუძნებლის - მაია ბენიას პროექტი - "SmartSense" 20 გამარჯვებულ სტარტაპს შორის მოხვდა.

SmartSense - ინდუსტრიული ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე დამოკიდებულია ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა. ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით, იქმნება აპლიკაცია, რომელზეც შეტყობინება შემოვა ობიექტზე დაყენებული სენსორიდან.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული  პერსონალისთვის 14.05.2024

ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის 16 მაისს 13:00 საათზე ჩატარდება ტრენინგი „უნივერსიტეტის ელე...

ვრცლად