ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება
2024 წლის, 6 ივნისს სსიპ თბილისის 98 საჯარო სკოლასა და შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. საგანმანათლებლო პროცესში მაქსიმალური ინტეგრირების, საჯარო, კერძო და უმაღლეს სკოლებს შორის ინფორმაციის, მოწინავე გამოცდილების ოპერატიულად ურთიერთგაცვლის აუცილებლობის გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის მზაობა საგანმანათლებლო აქტივობებისა და პრაქტიკული კომპონენტის ხელშეწყობისათვის.
მხარეებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლანა ყურაშვილი, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ირინე არჯევანიძე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირები.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018
პირველად საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი პორტალი www.HR.ge ორგან...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია...
ვრცლად
