საჯარო ლექცია თემაზე- „პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო სამსახურში“
2024 წლის 12 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის თამთა კიკოლაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო სამსახურში“.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
ახალი კანონი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR) უკვე დაინერგა ისეთი სიახლეებით როგორიცაა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ინციდენტის შესახებ შეტყობინების ვალდებულება, მონაცემთა უსაფრთხოების ახალი სტანდარტები, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და სხვა.
საჯარო ლექციაზე მიმოხილული საკითხები ის ძირითადი სიახლეებია, რაც შემოგვთავაზა ახალმა კანონმა „პეროსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ , რომელიც წარმატებით დაინერგება საჯარო სამსახურებში.
მსგავსი სიახლეები
შეიძინე ცოდნა საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და გახდით საუკეთესო სტუდენტი!
შეიძინე ცოდნა საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და გახდით საუკეთესო სტუდენტი!
ვრცლად2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები!
1. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა (გარე მობილობა) რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 12 იანვრიდან 01...
ვრცლად