შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული VII კონკურს-ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“
2025 წლის 26-27 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული კონკურს-ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“ გაიმართა.
ფესტივალი ხელს უწყობს შშმ პირთა ხელოვნებაში ჩართულობას, მათ შემდგომ განვითარებას, სრულ ინტეგრაციასა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ღონისძიებაში მონაწილეობდა 28 შშმ პირი, სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღნიშნული ფესტივალის მხარდამჭერთა შორის იყვნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც.
დასკვნით ნაწილში, გაიმართა დაჯიდლოების ცერემონია, სადაც ფესტივალის ორგანიზატორმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადასცა საპატიო სიგელი, საუკეთესო პარტნიორობისათვის.
მსგავსი სიახლეები
სტიპენდიები ახალგაზრდა მკვლევარებისთვის
კოიმბრას ჯგუფის უნივერსიტეტები აცხადებენ სტიპენდიებს (სტაჟირებები) ახალგაზრდა მკვლევარებისთვის....
ვრცლადშიდა საგრანტო პროექტი: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საგრანტო პროექტის „ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა“...
ვრცლადაკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 20 მაისს!
შპს „თბილისის ჰუმანიტარულ...
ვრცლად
