მნიშვნელოვანი სიახლე სამართლის ფაკულტეტზე! 28.04.2020

მნიშვნელოვანი სიახლე სამართლის ფაკულტეტზე!

სამართლის დარგობრივი მახასიათებელი
 
2020 წლის 23 აპრილს სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა საინფორმაციო ხასიათის ონ-ლაინ შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად როგავა. 
 
პრეზენტაცია მიეძღვნა „სამართლის დარგობრივ მახასიათებელს“, აღნიშნული დოკუმენტის შექმნაში მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფის აქტივობა. დარგობრივი მახასიათებლის მიზანია ხელი შეუწყოს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სტუდენტთა მობილობას, მინიჭებული კვალიფიკაციის საერთაშორისო დონეზე აღიარებას, იურისტის პროფესიაში შესვლასა და დასაქმებას.
 
პრეზენტაციის დასასრულს კი შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დასახეს გზები არსებულ გამოწვევებთან მიმართებით.
 
იხ. სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი:

მსგავსი სიახლეები

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022 02.03.2022

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022

ვრცლად
საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“ 28.05.2020

საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“

2020 წლის  პირველ ივნისს  16:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერ...

ვრცლად