მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!
მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების მიღება განხორციელდება 2016წლის 5 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე, ყოველ დღე 10 საათიდან - 17 საათამდე, კვირის გარდა (მისამართი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ N31).
ა) მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ.) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი) დიპლომის და დანართის დამოწმებული ასლი;
ა.გ.) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ა.დ) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
ა.ე.) სამხედრო ბარათის ასლი (ვაჟები);
ა.ვ.) რუსული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, თუ კონკურსანტისთვის რუსული ენა არ არის მშობლიური; სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა ჩააბაროს შესაბამისი დონის გამოცდა, რომელიც ჩატარდება 2016 წლის 14 სექტემბერს 10.00 საათზე (საგამოცდო რეგისტრაციის დაწყების დრო: 09.30 სთ.; დაგვიანებული კონკურსანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან);
ა.ზ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საკონკურსო გამოცდა სპეციალობაში (რუსული ენასა და ლიტერატურაში)ჩატარდეს 2016 წლის 14 სექტემბერს, 13.00 საათზე; საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყოს 12.30 საათზე (კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი; დაგვიანებული კონკურსანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან).
გ) გამოცდების შედეგები გამოცხადდეს 15 სექტემბერს, 17.00 საათამდე;
დ) სააპელაციო განცხადებების მიღება იწარმოებს 16 სექტემბერს, 10.00საათიდან - 17.00საათამდე (მისამართზე: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის, კაბინეტი #5);
ე) სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა ჩატარდეს 17 სექტემბერს, 10.00 საათიდან - 12.00 საათამდე, ოთახი #5.
ვ)მაგისტრანტობის კანდიდატთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდეს 2016 წლის 17 სექტემბრიდან 20 სექტემბერის ჩათვლით (ოთახი #22.) ადმინისტრაციული რეგისტრაცია ითვალისწინებს სემესტრული სწავლების საფასურის არანაკლებ 1/2-ის გადახდას.
მსგავსი სიახლეები
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
ვრცლად