
ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი
20-24 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინის, იაროსლავ მუდრის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აღნიშნულ ფორუმზე წარსდგება მოწვეული პარტნიორის სტატუსით.
აღნიშნული ფორუმი სასარგებლო და ინფორმაციულია სამართლის ლექტორებისა და სტუდენტებისთვის.
ფორუმის მომხსენებლები იქნებიან უკრაინის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ცნობილი ექსპერტები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, ასევე ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებენ უკრაინელი მეცნიერები და მკვლევარები.
ხარკოვის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს 2018 წელს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მხრიდან ეროვნული ღონისძიების სტატუსი მიენიჭა და მას მხარს უჭერს უკრაინის იუსტიციის, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
ფორუმი ჩატარდება ონლაინ ფორმატში, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.
ღონისძიების პროგრამა იხილეთ აქ: Programme of Discussion Panels
რეგისტრაციისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე:
https://legalforum.nlu.edu.ua/en/
მსგავსი სიახლეები
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Southwestern Advantage-ის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან
2019 წლის პირველ აპრილს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „Southwestern Advan...
ვრცლადაზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში
თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით იწყება პროგრამის - „თე...
ვრცლად