სამართლის მაცნე საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში  ინდექსირდება! 28.03.2021

სამართლის მაცნე საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში ინდექსირდება!

"სამართლის მაცნე" საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში  ინდექსირდება! 
ROAD გახლავთ ღია წვდომის სამეცნიერო რესურსების (სამეცნიერო ჟურნალების, კონფერენციების მასალების, აკადემიური საცავები და სხვა.) გლობალური და ინტერდისციპლინარული სისტემა (კატალოგი), რომელიც შეიქმნა 2013 წელს. 
ROAD შექმნილია ISSN - ს სერიული რესურსების იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემის ბაზაზე.
ROAD მიზნად ისახავს ინფორმაციასთან და ცოდნასთან საყოველთაო წვდომას, შენახვას, სამეცნიერო რესურსებთან წვდომის გაიოლებას, ამ რესურსების სარედაქციო ხარისხის შეფასებას და სამეცნიერო საზოგადოების მიერ მათ გამოყენებას. იუნიესკომ ROAD - ს შექმისათვის სერიული პუბლიკაციების რეგისტრაციის ცენტრთან (CIEPS) ერთად გააერთიანა ძალისხმევა. CIEPS არის იუნესკოს ეგიდით შექმნილი მეორე კატეგორიის ცენტრი.
ROAD შექმნილია ISSN (სერიული რესურსების იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემა) სისტემაზე და აკავშირებს სხვადასხვა წყაროდან შემოსულ მონაცემებს, ისეთები როგორიცაა სამეცნიერო ინდექსები და რჩეული რეესტრები მიძღვნილი სამეცნიერო პუბლიკაციებისათვის.
ROAD მხარს უჭერს ISSN - ს საერთაშორისო ცენტრი და იუნესკო. იგი ხელმისაწვდომია იუნესკოს ღია წვდომის გლობალური პორტალით  (GOAP). 
ROAD წარმოადგენს ღია წვდომის სამეცნიერო რესურსების ხარისხის და ღია წვდომის მოდელის განვითარების შეფასების და დაკვირვების უნიკალურ ინსტრუმენტს მთელს მსოფლიოში.
ROAD  გახლავთ  უკვე მეორე საერთაშორისო ბაზა, რომელშიც ჟურნალი "სამართლის მაცნე" ინდექსირდება.

მსგავსი სიახლეები

დომინანტი ეკონომიკური თეორიის თავისებურებები კრიზისების მართვაში 20.07.2021

დომინანტი ეკონომიკური თეორიის თავისებურებები კრიზისების მართვაში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით ჯალაღონიას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის იური პაპასქუას და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო...

ვრცლად
კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თჰუ-ში! 16.12.2016

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თჰუ-ში!

2016 წლის 8-11 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწ...

ვრცლად