საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის 11.04.2021

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

გერმანული ფონდი "Remembrance, Responsibility and Future" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს საგრანტო კონკურსს "Meet UP! Youth for Partnership" საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებზე გერმანიიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ევროპელებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და ერთიანი ევროპისთვის აქტიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსება ბინაციონალური, მულტინაციონალური ღონისძიებების დასაგეგმად 14-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის გერმანიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან. ამასთან, პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ჯობ-შადოვინგის პროგრამაში.

გრანტის ოდენობა შეადგენს 11 000-დან 40 000 ევრომდე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 2 მაისი.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა. 10.10.2025

საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უნი...

ვრცლად
თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. 14.04.2026

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, ტრადიციული ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?&ld...

ვრცლად