
საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“
(II ეტაპი)
2021 წლის 4 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები“, რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, არჩილ ლორია.
საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
პროფესორმა, არჩილ ლორიამ ისაუბრა როგორც ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე ძალადობრივი მოპყრობით გამოწვეულ შედეგებზე, რომელიც თანაბრად მტკივნეულია როგორც სხვადასხვა სქესის, ისე ნებისმიერი ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანისთვის, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობისა და ოჯახის კეთილდღეობაზე სავალდებულო ზრუნვის პრინციპებს.
ზემოაღნიშნულმა საკითხმა სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს გაიმართა საჯარო დისკუსია.
მსგავსი სიახლეები
სილქნეტის წარმომადგენლის შეხვედრა თჰუს სტუდენტებთან
2018 წლის 10 მარტს სს "სილქნეტის" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნანა თვალა...
ვრცლადგაიარე სტაჟირება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროში!
გაიარე სტაჟირება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროში!
ვრცლად4 მაისს გაიმართება აკადემიური საბჭოს არჩევნები!
4 მაისს გაიმართება აკადემიური საბჭოს არჩევნები!
ვრცლად