საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 31.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“

(II ეტაპი)

2021 წლის 29 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა რეაბილიტაციის რეჟიმში“, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი, მერი კეთილაძე.

საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

მერი კეთილაძემ, საინტერესოდ ისაუბრა მოვალის რეაბილიტაციის რეჟიმის მნიშვნელობასა და მიზანზე. რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის არსებობის აუცილებლობაზე, მის სამართლებრივ მდგომარეობაზე, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებზე. გარდა ამისა, ლექციაზე განხილულ იქნა კანონის უპირატესობები და მის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებები.

აღნიშნულმა თემატიკამ  მსმენელთა ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს კი გაიმართა საჯარო დისკუსია.

მსგავსი სიახლეები

პირველი ახალგაზრდული HR კონფერენცია 30.03.2021

პირველი ახალგაზრდული HR კონფერენცია

ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით 2021 წლის 21 მაისს ტარდება პირველი ახა...

ვრცლად
EURAXESS საქართველოს ეროვნული პორტალის ინაუგურაციის საერთაშორისო ღონისძიება 23.09.2021

EURAXESS საქართველოს ეროვნული პორტალის ინაუგურაციის საერთაშორისო ღონისძიება

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე 2021 წლის 23 სექტემბერს დაესწრო EURAXESS საქართველოს ე...

ვრცლად