წლის საუკეთესო მიღწევა
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2022 წლის 13-14 დეკემბერს საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ატარებს რიგით მეხუთე შეხვედრას თემაზე - „წლის საუკეთესო მიღწევა“.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ, რასაც ისინი განსაკუთრებულად მიიჩნევენ. (ფაკულტეტიდან მხოლოდ ერთი პრეზენტაცია/ 10 სლაიდში შესაძლებელია მიმართულებების მიხედვით მიღწევების გაერთიანება! )
ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით!
შეხვედრის მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს სამეცნიერო და საგანმანათლებო დაწესებულების წარმომადგენლები და ამით საფუძველი ჩაუყაროს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას.
მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტაციის გავლა ბმულზე:
თქვენ მიერ მოწოდებული პრეზენტაცია უცვლელად განთავსდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში. ანალოგიური 2016, 2017, 2018, 2021 წლების წლიური ანგარიშები და მიღწევების ელ. ჟურნალების ბმულებია:
https://bit.ly/2ZaiyGq
https://bit.ly/3FBNhfg
https://bit.ly/3CKiI4V
https://bit.ly/3h2uv9S
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით მოგვაწოდეთ თქვენი პრეზენტაციის ელ.ვერსია. მასალა უნდა იყოს pdf. ფორმატში, არაუმეტეს 10 სლაიდისა, სადაც პირველ სლაიდზე განთავსდება ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და ასევე სათაური წლის საუკეთესო მიღწევის.
ხოლო ბოლო ერთ სლაიდზე - ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ, გაეცნოთ პრეზენტაციის რეგლამენტს:
- 10 წუთი პრეზენტაციის წარდგენა;
- 5 წუთი კითხვა- პასუხი.
ღონისძიების რეგლამენტის დაცვა სავალდებულოა!
პრეზენტაციის წარდგენა შეუძლია ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელს.
ღონისძიებაში მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება მოწოდებული ინფორმაციის თანმიმდევრობის მიხედვით.
მსგავსი სიახლეები
ძვირფასო სტუდენტებო! გაიმართება ქართული კულტურული ღირებულებების მხარდამჭერი ღონისძება!
ძვირფასო სტუდენტებო! სრულიად...
ვრცლადშეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან
2019 წლის 2 მაისს, თჰუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა შეხ...
ვრცლად