თჰუ-ს სტუდენტებმა რუმინეთის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს მონაწილეობა 18.05.2024

თჰუ-ს სტუდენტებმა რუმინეთის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს მონაწილეობა

2024 წლის 26 აპრილს პიტესტის უნივერსიტეტის, ეკონომიკის მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა მორიგი, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-საკომუნიკაციო სესია.

ჩვენი უნივერსიტეტიდან ზემოაღნიშნულ სესიაზე მონაწილეობა მიიღო სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა

ნიკა ბითაძემ (ხელმძღვანელი თჰს-ს პროფესორი, სამარათლის დოქტორი ლია ჭიღლაშვილი) და ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტმა გოგა მარგალიტაძემ (ხელმძღვანელი თჰუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი ხარშილაძე).

სესიის საორგანიზაციო საქმიანობაში ასევე მონაწილეობდა თჰუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ქეთი ცერცვაძე.

უახლოეს პერიოდში, სესიაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცემა პიტესტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ინდექსირებულ ჟურნალში.

 

SCHEDULE_INTERNATIONAL_SCIENTIFIC_COMPETITION_POLISTUDENTSCHALLENGES_2024

მსგავსი სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ! 09.09.2017

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

ვრცლად
პირველკურსელების ექსკურსია ყინწვისში 16.10.2019

პირველკურსელების ექსკურსია ყინწვისში

თბილისის ჰუმანიტარულის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 17.07.2017

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური&n...

ვრცლად