
ვიზიტი ტექნოპარკში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები 2023 წლის 13 აპრილს ესტუმრნენ თბილისის ტექნოპარკს. სტუდენტებს გააცნეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მისია. მათ დაათვალიერეს ფაბლაბის სივრცეში განლაგებული სამუშაო ოთახები: ელექტრონულ პლატებზე (PCB) კომპონენტების მონტაჟის დანადგარები, WEGSTR ელექტრონული პლატების (PCB) ჭრისა და გრავირების CNC დანადგარი, CNC რუტერი - პროგრამირებადი ჩარხი InfoTEC 2015, 3D სკანერი - Artec Spider 3D, 3D პრინტერი - Uprint SE Plus, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი - Formech 300XQ, ექსპოზიციები, რომლებიც მათივე თანატოლების მიერ შეიქმნა. ფაბლაბი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გამოიყენონ მათ საკუთრებაში არსებული დანადგარები კრეატიული იდეებისა და ინოვაციების განსახორციელებლად.
მსგავსი სიახლეები
თჰუსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც...
ვრცლადსაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები
2020 წლის 26-27-28 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში და იყალთოს აკადე...
ვრცლადგამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, დავით გეფერიძის სახელმძღვანელო - საერთაშორისო საჰაერო სამართალი
გამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, დავით გეფერიძის ახალი სახელმძღვანელო „საერთაშორისო საჰაერო სამართალი“...
ვრცლად