აგატა დაზსკოს ვებინარი საერთაშორისო სამართალზე! 24.04.2023

აგატა დაზსკოს ვებინარი საერთაშორისო სამართალზე!

აგატა დაზსკოს ვებინარი საერთაშორისო სამართალზე!

(27 აპრილი 22:00 სთ)

 

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ ინიციატივას -  ვებინარების სერია საერთაშორისო სამართალზე.

პირველი ინგლისურენოვანი ვებინარი "Between Black & White: Understanding International Investment Law and Arbitration", რომელსაც აგატა დასზკო გაუძღვება, საერთაშორისო საინვესტიციო სამართალს მიეძღვნება და საქართველოს დროით 2023 წლის 27 აპრილის 22:00 საათზე გაიმართება.

აგატა დაზსკო გახლავთ გეტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) მეცნიერ-თანამშრომელი და დოქტორანტი, ლეიდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრი. ასევე EFILA ბლოგის (ევროპის საინვესტიციო სამართლისა და არბიტრაჟის ფედერაცია) მთავარი რედაქტორი და მსოფლიო სავაჭრო სამართლის კომენტარების გენერალური რედაქტორის თანაშემწე.

აგატა ასევე გახლავთ OECD-ის კონსულტანტი და რამდენიმე იურიდიული საზოგადოების აქტიური წევრი, მათ შორისაა საერთაშორისო სამართლის ასოციაცია (ახალგაზრდა მეცნიერი 2022), საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოება და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის საზოგადოება.

ვებინარს მოდერირებას გაუწევს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩაჩხიანი.

ვებინარში მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი ფორმა: https://forms.gle/nULWazs8nuKCUxU78

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 03.09.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში. პრო...

ვრცლად
შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან 10.06.2019

შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან

2019 წლის 2 მაისს, თჰუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა შეხ...

ვრცლად