“ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი“ 30.05.2023

“ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი“

ამა წლის 29 მაისს, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ღონისძიება -“ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი“, რომელიც დაეთმო საბიბლიოთეკო საქმიანობისა და ბიბლიოთეკის როლის განსაზღვრას ღია მეცნიერების განვითარების პროცესში. 

        აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები ესწრებოდნენ, როგორიცაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, EOSC, EIFL, GEANT, GRENA, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, უცხოელი და ქართველი კოლეგებისგან გაჟღერდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც, სამომავლოდ, საქართველოში საბიბლიოთეკო საქმიანობასა და ღია მეცნიერების პრაქტიკებს განავითარებს.

         განხორციელდა  ჩატარებული ღონისძიებების განხილვა და რეზიუმირება.  დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები და ტრენინგები. შეხვედრას უძღვებოდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ნინო პავლიაშვილი.

       აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა.

მსგავსი სიახლეები

დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 25.04.2020

დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლე...

ვრცლად
რექტორთა საბჭო 25.09.2025

რექტორთა საბჭო

2025 წლის 25 სექტემბერს განათლების, მეცნ...

ვრცლად
სტუდენტური დღეები 2015 - ქვიშის ფრენბურთი 24.05.2016

სტუდენტური დღეები 2015 - ქვიშის ფრენბურთი

სტუდენტური დღეები 2015 - ქვიშის ფრენბურთი

ვრცლად