
სამეცნიერო სტატიის შეფასება: ეტაპები და პროცედურები
10 ივლისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამეცნიერო სტატიის შეფასება: ეტაპები და პროცედურები.“ ტრენინგი განკუთვნილი იყო ჟურნალის მთავარი რედაქტორებისა და სარედაქციო კოლეგიის წევრებისთვის. ტრენინგზე განხილული იყო პროცედურები სტატიის გაგზავნიდან მის გამოქვეყნებამდე, ასევე საუბარი იყო სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტებისა და მთავარი რედაქტორის როლზე, ავტორისა და გამომცემლის საავტორო უფლებაზე სტატიებთან დაკავშირებით.
ტრენინგს უძღვებოდა DOAJ-ის ასოცირებული რედაქტორი, რეცენზიის ექსპერტი - ნათია გაბედავა. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრებმა: პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა მარინე შავლაყაძემ. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ შეხვედრა თემაზე: საეთაშორისო საინფორმაციო საშუალებაზე წვდომა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გამოყენება
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისა და (ა)იპ "საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017&...
ვრცლადთჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 20 მარტს 15 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში
თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 20 მარტს 15 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში...
ვრცლად26 ოქტომბერს ჩატარდება ვებინარი თემაზე - მოტივაციის ძალა
2020 წლის 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება ვებინარი.
ვრცლად