ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენა, ექსპოჯორჯიაში!
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს 6,7, 8 დეკემბერს, 10:00 საათიდან გიწვევთ 2023 წლის რიგით მე-9 ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ჩინური კომპანია, შემდეგი სექტორებიდან: მაღალი ტექნოლოგიები, სამედიცინო მომსახურება, სოფლის მეურნეობის პროდუქტები/საკვები, ყოველდღიური მოხმარების ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მექანიკური და ელექტრო მოწყობილობები, სამრეწველო აღჭურვილობა, ქიმიური პროდუქტები და ბიზნეს მომსახურება.
გამოფენების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დაამყაროთ საქმიანი კომუნიკაცია, მოიძიოთ პოტენციური პარტნიორები, მომწოდებლები ან/და მომხმარებლები და გააფართოვოთ ბიზნეს არეალი.
გამოფენები გაიხსნება 6 დეკემბერს, მე-6 პავილიონში 11:00-12:30 საათზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო ეკონომიკური უწყებების წარმომადგენლები. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაესწროთ გახსნის ნაწილსაც.
ხოლო პროდუქციის გამოფენები იქნება მე-4 და მე-5 პავილიონებში.
გამოფენაზე სტუმრობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSchDrWRdG12pmuYoByMZf5LYFS1jUlBA7JGkBvTyAALz0VmTw/viewform
მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი #118, ექსპო ჯორჯია.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში
2019 წლის 24 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვი...
ვრცლადთჰუ-ში გაიმართა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ონლაინ საჯარო ლექცია
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 5 ივნისს ჩატარდა ონლაინ ლექცია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის...
ვრცლადთჰუ პირველკურსელებს ეპატიჟება უფასო საექსკურსიო ტურზე!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყებას დ...
ვრცლად
