თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში
თჰუ სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე კუჭავა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) ორგანიზებით იმყოფება სასწავლო ვიზიტით ქალაქ ბრიუსელში, ბელგიაში. აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს უმასპინძლებენ ელსა ბრიუსელის წევრები. ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ელსა ბელგიის მიერ დაორგანიზებულ აკადემიურ ღონისძიებებში, ესტუმრონ სხვადასხვა ინსტიტუციებს, მათ შორის ევრო კომისიასა და ევრო პარლამენტს, დაესწრონ ვორქშოფებს და გაიღრმავონ ცოდნა ევროკავშირის სამართლის მიმართულებით. ასევე მოინახულონ ქალაქის ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები. გარდა აკადემიური ნაწილისა, სასწავლო ვიზიტი ასევე მოიცავს სოციალურ პროგრამას, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კულტურის უფრო ახლოს გაცნობას.
მსგავსი სიახლეები
აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნა
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2021 წლის 21 ივნისს შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანა...
ვრცლადტრენინგ-სემინარი: ინკლუზიური სწავლების ახალი მეთოდები და სწავლება
2019 წლის 14 დეკემბერს, თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და სკოლა „ინტელექტ- პლუსის“ ორ...
ვრცლად