Erasmus+ მსხვილმაშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული შეხვედრა
2024 წლის 6 მარტს ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) და საქართველოს Erasmus+ეროვნული ოფისის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+მსხვილმასშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული, ჰიბრიდული შეხვედრა გაიმართა.
CBHE მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან პროგრამასთან ასოცირებულები. პროგრამის მთავარი მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების მდგრადი განვითარების, დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის და მობილობის ხელშეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა დიალოგის რეჟიმში, დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს ევროკომისიის წარმომადგენელმა ჯორჯინა პლესუმ, კახა ხანდოლიშვილმა (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო), მარიამ სულაშვილმა (Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში) და როზალბა ნარდელმა (EACEA).
მსგავსი სიახლეები
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ! ონლაინ საჯარო ლექციები სამართლის ფაკულტეტზე!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების ფარგლებშ...
ვრცლადტრენინგი: ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები
პარასკევს 13 დეკემბერს 14 საათზე საკონფერენციო დარბაზში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წ...
ვრცლად