ახალგაზრდული ფესტივალი 2024
2024 წლის 11 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით დაგეგმილ მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს.
ფესტივალი აერთიანებს საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს სპორტულ, საგანმანათლებლო შემოქმედებით, STEM კულტურულ და მოხალისეობრივ ღონისძიებებში, რომლებიც განხორციელდება ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ახალციხე, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, გორი)
ახალგაზრდული ფესტივალის მიზანია შექმნას ახალგაზრდებისათვის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ განვითარებასა და ზრდას, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, გუნდური მუშაობის წახალისებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის, პოზიტიური ღირებულებებისა და სოციოლოგიური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას.
ფესტივალის ფარგლებში განხორციელებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა ავტორიზებული უმაღლესი სანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტს შემდეგი მიმართლებებით:
- საგანმანათლებლ/შემეცნებითი პროექტები
- კულტურული აქტივობები
- სპორტული აქტივობები
- STEM
- მოხალიესობა
- "ინტერმედია"
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შინაარსისა და განხორციელების ეტაპების შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ფესტივალთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თჰუ-ს საორგანიზაციო ჯგუფს, ოთახი N22
მსგავსი სიახლეები
თჰუმ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ სამართლის მეცნიერთა კავშირთან!
2020 წლის 7 თებერვალს სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)...
ვრცლადთჰუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტების მუშაობა პაციენტებთან
თჰუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტების მუშაობა პაციენტებთან
ვრცლადპროექტი უწყვეტი განათლება
საჯარო ლექცია - „ილია ჭავჭავაძის შეხედულება დანაშაულზე“ 2021 წლის 5 ივნ...
ვრცლად