საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“!
2024 წლის 17 მაისს, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით- „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“!
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები როგორც რუმინეთიდან, ისე საზღვარგარეთიდან.
საერთაშორისო კონფერენციაზე, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი (კონფერენციის სამეცნიერო კომისიის წევრი) და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი ხარშილაძე.
რუმინეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები უახლოეს პერიოდში გამოიცემა თეზისთა კრებულის სახით.
მსგავსი სიახლეები
კონფერენცია თემაზე: თანამედროვე მედიცინა
2019 წლის 8 ივნისს კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისის ჰ...
ვრცლად2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებ...
ვრცლად