ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 08.06.2024

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება

2024 წლის, 6 ივნისს სსიპ თბილისის 98 საჯარო სკოლასა და შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. საგანმანათლებლო პროცესში მაქსიმალური ინტეგრირების, საჯარო, კერძო და უმაღლეს სკოლებს შორის ინფორმაციის, მოწინავე გამოცდილების ოპერატიულად ურთიერთგაცვლის აუცილებლობის გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის მზაობა საგანმანათლებლო აქტივობებისა და პრაქტიკული კომპონენტის  ხელშეწყობისათვის.

მხარეებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლანა ყურაშვილი, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ირინე არჯევანიძე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირები.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო ვებინარი - European Research Days 2020 01.12.2020

საერთაშორისო ვებინარი - European Research Days 2020

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე დაესწრო საერთაშორისო ვ...

ვრცლად
თჰუ-ში გაიმართა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ონლაინ საჯარო ლექცია 06.06.2021

თჰუ-ში გაიმართა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ონლაინ საჯარო ლექცია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 5 ივნისს ჩატარდა ონლაინ ლექცია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის...

ვრცლად
საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში 08.07.2020

საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში

2020 წლის 8 ივლისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო  ონლაი...

ვრცლად