ისწავლე იტალიაში,  Erasmus + გაცვლითი პროგრამა 29.08.2023

ისწავლე იტალიაში, Erasmus + გაცვლითი პროგრამა

სტუდენტთა საყურადღებოდ !

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურს 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ინსუბრიას  უნივერსიტეტში (იტალია ) სწავლის მსურველთათვის.

 

კონკურსი განკუთვნილია სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-2,3,4 კურსის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი. იტალიაში სწავლის დროს მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ. სწავლება წარიმართება იტალიურ ენაზე. აუცილებელია იტალიური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა, მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს.

 

რეგისტრაციისათვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე thu-posta@thu.edu.ge, 20 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატის გამოსავლენად, გაიმართება ტესტირება და გასაუბრება.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატს.

დაწვრილებითი ინფორმაციას, მიმღები უნივერსიტეტის შესახებ გაეცანით მითითებულ ბმულზე    https: www.uninsubria.it

მსგავსი სიახლეები

ცხადდება ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 04.05.2022
ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული  პერსონალისთვის 14.05.2024

ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის 16 მაისს 13:00 საათზე ჩატარდება ტრენინგი „უნივერსიტეტის ელე...

ვრცლად
საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის საიუბილეო საღამო! 10.01.2024

საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის საიუბილეო საღამო!

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.  მან საზოგ...

ვრცლად