
სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2025 წლის 28 მაისს 11:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
► კონფერენციის მიზანი - სტუდენტთა კვლევითი/ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება/განვითარება
► კონფერენცია ემსახურება სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას, წარმატებული სტუდენტების გამოვლენასა და წახალისებას.
► კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, შემდეგი მიმართულებებით:
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
- სტომატოლოგია
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტი:
სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით, თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე.
რეზიუმეს შესრულების წესი:
• რეზიუმეს მოცულობა 300 სიტყვა;
• რეზიუმე უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• საკვანძო სიტყვები უნდა ჩაიწეროს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ნაშრომის წარმოდგენის წესი:
ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე, წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით.
• სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენებზე;
• ნაშრომი მოიცავს რეზიუმეს;
• ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 06-10 ნაბეჭდ გვერდს.
სტატიისა და რეზიუმეს გაფორმების წესი:
• შრიფტი - Sylfaen;
• ზომა - 12;
სტუდენტმა ნაშრომის სატიტულო გვერდზე უნდა მიუთითოს თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი - 12; ძირითადი ტექსტი - 12.
• ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა)
• ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD)
• ციტირება განხორციელდეს შემდეგი სტილის დაცვით:
• წიგნი: ავტორის გვარი, სახელი. წიგნის სახელი, ქალაქი, გამომცემლობა, თარიღი
• სტატია: ავტორის გვარი, რამდენიმე ავტორის შემთხვევაში გამოყოფილი მძიმით, “სტატიის დასახელება,“ ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი (წელი), გვერდი.
• სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5
• გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან
• თითოეული გვერდი უნდა დაინომროს
კონფერენციის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს 15 წუთიანი პრეზენტაცია Power Point-ის პროგრამის გამოყენებით.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას წარუძღვება ჟიური, რომელიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულებს და გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.
ონლაინ სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdkZyKjH1sfsr4YFfpDzdGtoSsrniHqrRUumWnqbkcyICWqCg/viewform
საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ვადა და ელექტრონული მისამართი:
^ I ეტაპი - 2025 წლის 26 აპრილის ჩათვლით - ელექტრონული რეგისტრაცია
^ II ეტაპი - 20 მაისის ჩათვლით- დასრულებული ნაშრომების გაგზავნა
^ კონფერენცია გაიმართება 28 მაისს
ელექტრონულ მისამართზე: lika.chig@yahoo.com
საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 577 77 80 24; (+995) 597 906 597
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური
სტუდენტთა თვითმმართველობა
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“!
2024 წლის 17 მაისს, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, ს...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობ...
ვრცლად