
ძვირფასო სტუდენტებო! გაიმართება ქართული კულტურული ღირებულებების მხარდამჭერი ღონისძება!
ძვირფასო სტუდენტებო!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II – ის ლოცვა-კურთხევით ანსამბლი „სამება“ (ხელმძღვანელი: გიორგი სუხიშვილი) აგრძელებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ქართული კულტურული ღირებულებების (განსაკუთრებით, მუსიკალური ტრადიციების) მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვას. ამჯერად, ანსამბლი წარმოგიდგენთ კონცერტს, რომელზეც წარმოჩინდება ქართული მუსიკალური ფოლკლორის მრავალფეროვნება და სიდიადე. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდი პატივით უერთდება ამ მნიშვნელოვან წამოწყებას და 2018 წლის 17 დეკემბერს, 14 საათზე, წმ. ბარბარეს სახელობის დღესასწაულზე, უთმობს ანსამბლს თავის საუნივერსიტეტო სივრცეს. კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ სტუდია „ნანა“-ს (ხელმძღვანელი: კომპოზიტორი ნანა დაუშვილი) წარჩინებული აღსაზრდელები. გვეყოლება საპატიო სტუმარიც, პოეტი ნანა ცინცაძე.
დასწრება თავისუფალია.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბატონ გიორგი სუხიშვილს, ქალბატონებს: ნანა დაუშვილსა და ნანა ცინცაძეს მხარდაჭერისათვის.
მსგავსი სიახლეები
700 ლარით დაუფინანსდა თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს ასოცირებულ პროფესორს ირმა ბარბაქაძეს აზერბაიჯანულ-ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოცემა
700 ლარით დაუფინანსდა თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს ასოცირებულ პროფესორს ირმა ბარბაქაძეს აზერბაიჯანულ-ქართულ-რუსული ლექსიკონი გამო...
ვრცლადმასწავლებელთა დაკვირვებისა და სწავლების პროგრამა (TOMP)
აშშ-ს საელჩომ საქართველოში გამოაცხადა ახალი საგრანტო პროგრამა. მასში მონაწილეობა შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობ...
ვრცლადსამუშაო შეხვედრა გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და ახალი შეთანანხმება Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში
2024 წლის 20 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, &...
ვრცლად