ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის თანამშრომლების მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში 27.02.2019

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის თანამშრომლების მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

2019 წლის 22-24 თებერვალს, ეკონომიკის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, ქალაქ ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერება პრაქტიკისა და განვითარებისთვის“ (International Scientific Conference „Science for Practice and Development“, Baku 2019), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ნონა გელიტაშვილი და დეკანის მოადგილე - ირმა წიკლაური. კონფერენციაზე ქალბატონმა ნონა გელიტაშვილმა  წაიკითხა მოხსენება თემაზე: „Условия занятости в ЕС для стран Восточного Партнёрства“ („EU employment conditions for Eastern Partnership countries“).

 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე ირანის, აზერბაიჯანის, ბელარუსის კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში „ეკონომიკა და ფინანსები“.  

მსგავსი სიახლეები

ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის  ჩარიცხვას! 31.08.2018

ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჩარიცხვას!

ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჩარიცხვას!

ვრცლად
განათლების საერთაშორისო გამოფენა 22-23 თებერვალი 27.02.2019

განათლების საერთაშორისო გამოფენა 22-23 თებერვალი

თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო 22 და 23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრ ექსპო...

ვრცლად