DAAD-ს ვირტუალური გამოფენა-სწავლა და კვლევა გერმანიაში
მიმდინარე წლის 24 მარტს ჩატარდა DAAD-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ ვირტუალური გამოფენა, სადაც მონაწილეობდნენ გერმანიის წამყვანი საგანმანათლებლო-კვლევითი დაწესებულებები.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან ონლაინ გამოფენაზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, ნონა გელიტაშვილი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ლია ჭიღლაშვილი.
შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათ მიერ დასმულ სხვადასხვა კითხვაზე. ფაკულტეტის დეკანებმა გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მიზნით დასახეს სამომავლო გეგმები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ინტერნაციონალიზაციის კუთხით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას, ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, ურთიერთთანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო კვლევებში აქტიურ ჩართულობას.
მსგავსი სიახლეები
ვიზიტი ტექნოპარკში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მ...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული #2, 2024 წელი
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული #2, 2024 წელი
ვრცლადკურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2019
2019 წლის 28 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღ...
ვრცლად
