საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები 26.04.2021

საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები

2021 წლის 24 აპრილს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები, Zoom პლატფორმის მეშვეობით. ლექციას უძღვებოდა დალი ბერეკაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე, ამ სპეციალობის სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში. ფაკულტეტი დიდ მადლობას უხდის ქალბატონ დალის საინტერესო და ინფორმატიული ლექციისთვის. ჰუმანიტარული ფაკულტეტი გეგმავს ახალ, საინტერესო და დარგისათვის აქტუალური ღონისძიებების ჩატარებას ახლო მომავალში.

მსგავსი სიახლეები

ღია კონკურსის შედეგები 12.04.2023

ღია კონკურსის შედეგები

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნა შემდეგი პირი: 1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო (ქართულენოვან) პროგრამაზე:...

ვრცლად
მონაწილეობა საერთაშორისო ვებინარში 26.10.2021

მონაწილეობა საერთაშორისო ვებინარში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე 2021 წლის 9 ნოემბერს (14:00-15:00სთ) გააკეთებს მოხსენე...

ვრცლად