პროფესორ ოთარ გამყრელიძის საიუბილეო საღამო 25.03.2022

პროფესორ ოთარ გამყრელიძის საიუბილეო საღამო

2022 წლის 20 მარტს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ თანაორგანიზებით გაიმართა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თანადამფუძნებელი წევრის, ქართული სამართლის მეცნიერების კორიფე, პროფესორ ოთარ გამყრელიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ღონისძიება გაიმართა პლათფორმა ზუმის მეშვეობით.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ ქართული სამართლის მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეები, სამეცნიერო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებას უძღვებოდა პროფესორი მინდია უგრეხელიძე.

შეხვედრა გახსნა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჭყონიამ და ბატონ ოთარ გამყრელიძეს მიულოცა იუბილე. ზურაბ ჭყონიამ, რომელიც ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მთავარი რედაქტორია, აღნიშნა, რომ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გეგმავს ბატონი ოთარ გამყრელიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ჟურნალ ,,სამართლის მაცნეს“ სპეციალური საიუბილეო ნომრის გამოცემას.

მან ასევე დამსწრეებს აცნობა, რომ გამომცემელი ღიაა თანამშრომლობისათვის და მიესალმება ნებისმიერ მხარდაჭერას საიუბილეო ნორმის გამოცემასთან დაკავშირებით. ბატონ ოთარ გამყრელიძეს იუბილე მიულოცა ასევე „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ბატონმა ლაშა ბრეგვაძემ, რომელმაც ისაუბრა ბატონი ოთარ გამყრელიძის ღვაწლზე.

ბატონი ოთარ გამრელიძის პიროვნებაზე, ღვაწლსა და შემოქმედებაზე ისაუბრეს გამომსვლელებმა:

ბატონმა მინდია უგრეხელიძემ,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - ბატონმა მერაბ ტურავამ,

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლემ - ბატონმა ლადო ჭანტურიამ,

პროფესორებმა: დავით სულაქველიძემ,

ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა,

დოდო ჯულუხაძემ,

გოგი თოდრიამ,

ნონა თოდუამ,

ედიშერ ფუტკარაძემ,

გივი ლობჟანიძემ,

ფრაიბურგის „მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის“ სახელით - პროფესორმა ელენე წიკლაური-ლამიხმა,

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა - ბატონმა მამუკა თავხელიძემ,

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა- ქალბატონმა ლელა ჯანაშვილმა,

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ბატონმა დავით ასათიანმა,

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ბატონმა ანრი ოხანაშვილმა,

„მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა - ქალბატონმა ეკა ბესელიამ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელით - მისმა რექტორმა, ბატონმა მამუკა თავხელიძემ იუბილარს, ქართული სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ოფიციალურად გადასცა უნივერსიტეტის სახელით საპატიო დოქტორის დიპლომი. დასასრულს, იუბილარმა ღონისძიების ყველა მონაწილისადმი გამოხატა მადლიერება.

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 14.01.2020

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღი...

ვრცლად
2021 წლის 19 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვებინარი, Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით 21.04.2021

2021 წლის 19 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვებინარი, Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით

2021 წლის 19 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვებინარი, Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენები...

ვრცლად