თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში! 24.09.2020

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში!

ძვირფასო მკითხველებო, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვების შესაბამისად, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში. კერძოდ, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით,  ბიბლიოთეკის ადმინისტარაცია მზად არის ყველა საჭირო სასწავლო მასალა სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს მიაწოდოს დასკანერებული სახით შიდა პერსონალური ბაზების მეშვეობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას სასწავლო პროცესის შეუფერხებლად ფუნქციონირება. 

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დროებით წყვეტს მკითხველთა ადგილზე მომსახურებას და  დაგეგმილ ყველა ღონისძიებას. ადმინისტრაცია  კი აგრძელებს მუშაობას. 
 
გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენი ვებ-გვერდისა და facebook გვერდის  სიახლეებს და დამატებით ინფორმაციას.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

მსგავსი სიახლეები

პროექტი უწყვეტი განათლება 01.06.2021

პროექტი უწყვეტი განათლება

საჯარო ლექცია - „ილია ჭავჭავაძის შეხედულება დანაშაულზე“ 2021 წლის 5 ივნ...

ვრცლად
საჯარო ლექციების სერია - მე ევროპელი 12.05.2021

საჯარო ლექციების სერია - მე ევროპელი

სსიპ-ის "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ორგანიზებით, ევროპის დღეების ფარგლებში იწყება საჯარო ლექციების სერი...

ვრცლად