
სტუდენტთა საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია
2023 წლის 23 აპრილს, თბილისის დროით 11 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართავს სტუდენტთა საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაზე მომხსენებლის სახით წარსდგება საქართველოს, უნგრეთის, შრი ლანკის, რუმინეთის, უზბეკეთის, მაროკოს, ჩრდ. მაკედონიის რესპუბლიკის, იტალიის, თურქეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ეგვიპტის, ავსტრიის, ყაზახეთისა და საბერძნეთის 18 უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
მოხსენებები შეირჩა 122 უნივერსიტეტიდან მიღებული 213 აპლიკაციის მიხედვით. კონფერენციაში ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ათობით უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ წვდომა ექნებათ ყველა წარმოდგენილ პრეზენტაციაზე და შეძლებენ დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებში მონაწილეობის მიღებას.
სტუდენტთა საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში.
კონფერენციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გამოაგზავნონ 21 აპრილის ჩათვლით, მითითებულ ბმულზე : https://forms.gle/iwXUtukdprwCZRYPA
მსგავსი სიახლეები
თჰუ-ს ბიბლიოთეკა დასაჩუქრდა ახალი გამოცემებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ
2019 წლის 26 დეკემბერს თჰუ-ს ბიბლიოთეკას ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, მეცნიერებ...
ვრცლადსტომატოლოგიის სარეზიდენტო და სალიცენზიო გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სტომატოლოგიის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო (სარეზიდენტო) და სახელმწიფო სასერტი...
ვრცლად