
სტუდენტთა I საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია
2023 წლის 23 აპრილს, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სტუდენტთა პირველი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, სადაც 34 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, კონკრეტულად კი 49 უნივერსიტეტიდან ონლაინ რეჟიმში ჩაერთო 60 მონაწილე.
კონფერენცია გახსნა და შესარჩევი ეტაპის წარმატებით გადალახვა მიულოცა მონაწილეებს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა, ლია ჭიღლაშვილმა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ჩაჩხიანმა.
მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს კონფერენციის უპრეცედენტო მასშტაბსა და აკადემიურ სფეროში ინკლუზიური, მულტიკულტურული კვლევების მნიშვნელობაზე.
კონფერენციის ექვსი თემატური მიმართულების - სამართლის, ბიზნესის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების, მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისა და მედიცინის სექციაში ცენტრალურ მომხსენებლებთან (Keynote Speakers) ერთად წარსდგნენ შემდეგი უნივერსიტეტის დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრები;
სზეგედის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ჯაფფნას უნივერსიტეტი (შრი ლანკა), ჩოუაიბ დოუკკალის უნივერსიტეტი (მოროკო), წმ. კლიმენტ ოჰრიდისკი ბიტოლას უნივერსიტეტი (ჩრ. მაკედონია), აფე ბაბალოლას უნივერსიტეტი (ნიგერია), ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი), სამხრეთ აზიის უნივერსიტეტი (ინდოეთი), კაიროს უნივერსიტეტი (ეგვიპტე), პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი), ყაზახეთის ქალ მასწავლებელთა მომზადების ეროვნული უნივერსიტეტი (ყაზახეთი), ათენის ეროვნული და კაპოდისტრიული უნივერსიტეტი (საბერძნეთი), თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (საქართველო), ეოტვოს ლორანდის უნივერსიტეტის (უნგრეთი) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ავსტრია).
მომხსენებლებთან ერთად, კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან - ავღანეთი, ალბანეთი, სომხეთი, ბანგლადეში, ეგვიპტე, ეთიოპია, კამერუნი, საქართველო, განა, უნგრეთი, იაპონია, ლიბანი, მიანმარი, იტალია, ინდოეთი, ნიდერლანდებიდან, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, პოლონეთი, ომანი, მოლდოვეთი, რუმინეთი, სინგაპური, ტუნისი, თურქეთი და ვიეტნამი.
დასასრულს, სტუდენტთა I საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე - აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ 2021 წლის 18 ნოემბერს 1...
ვრცლადპროფესორმა ნონა გელიტაშვილმა ლექციები ჩაატარა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტების კვირეულის -
2024 წლის 21-დან 28 აპრილის ჩათვლით, ეკონომიკის, ბიზნესისა და მარ...
ვრცლადIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. IV საერ...
ვრცლად